გაეცანით დროებით ანგარიშებს: გამარტივებული თანამშრომლობა დაურეგისტრირებულ რედაქტორებთან უკეთესი კონფიდენციალურობის დაცვით

Translate this post

„ფონდი ვიკიმედია“ სხვადასხვა ვიკიზე დაურეგისტრირებელი (სისტემაში არ შესული) რედაქტორებისთვის დროებითი ანგარიშების შექმნის პროცესშია. საპილოტე საზოგადოებებს აქვთ შესაძლებლობა შეამოწმონ და გაუზიარონ უკუკავშირი ფუნქციის გასაუმჯობესებლად, სანამ ის ჩაირთვება ყველა ვიკიზე, რაც 2025 წლის შუა რიცხვებისთვის იგეგმება.

ვიკიმედიის უმეტეს პროექტში, სისტემაში არ შესული (დაურეგისტრირებელი) მომხმარებლების მიერ განხორციელებული ცვლილება ავტორიზებულია მისი IP მისამართით. IP მისამართი არის უნიკალური ნომერი, რომელიც განსაზღვრავს მოწყობილობას, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტს. დროებითი ანგარიშები არის სამომხმარებლო ანგარიშის ახალი ტიპი, რომელიც უკვე წარმოდგენილია 12 ვიკიპედიაზე და მომავალ წელს გააქტიურდება ყველგან. იგი გამოყენებული იქნება სისტემაში არშესული მომხმარებლების მიერ განხორციელებული ახალი რედაქტირებების ავტორიზაციისთვის, IP მისამართის ნაცვლად. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ იქნება ზუსტი ჩანაცვლება რიგითი ანგარიშის. პირველ რიგში, დროებით ანგარიშებს ექნებათ წვდომა ზოგიერთ ფუნქციაზე, რომელიც ამჟამად ხელმიუწვდომელია სისტემაში არ შესული რედაქტორებისთვის. ხოლო მეორე, ვიკიმედიის პროექტები გააგრძელებენ სისტემაში არ შესული რედაქტორების IP მისამართების გამოყენებას რიგ შემთხვევებში და ვიკისაზოგადოების გამოცდილ წევრებს, საჭიროების შემთხვევაში, შეეძლებათ მათზე წვდომა. ეს ცვლილება განსაკუთრებით ეხება სისტემაში არ შესულ რედაქტორებს და ყველას, ვინც იყენებს IP მისამართებს მომხმარებლების დაბლოკვისა და ვიკის უსაფრთხოების დაცვისას.

ეს არის პირველი პოსტი შემდგომი პოსტების სერიიდან, რომელიც ეძღვნება დროებით ანგარიშებს. იგი იძლევა პროექტის საფუძვლებზე მიმოხილვას, მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფზე მის ზემოქმედებას და ყველა ვიკისაიტზე ცვლილების დანერგვის გეგმას. ჩვენი შემდეგი პოსტები შემოგთავაზებთ უფრო მეტ დეტალს იმაზე, თუ როგორ ვმუშაობდით ვიკისაზოგადოების წევრებთან, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ტექნიკური შესაძლებლობები. მათი რჩევის შემდეგ, ჩვენ შევიტანეთ შესაბამისი ცვლილებები ფუნქციებში.


იურიდიული საფუძველი

ინტერნეტის კონფიდენციალურობის შესახებ კანონებისა და რეგულაციების შეცვლა აუცილებლობას უქმნის ვიკიმედიის პროექტებს პერსონალური მონაცემების უფრო მკაცრად დაცვას. ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, ფონდმა ვიკიმედიამ უნდა შეცვალოს სისტემაში არშესული რედაქტორების ინტერაქცია ვიკისთან და მათი პირადი მონაცემების დამუშავება. გამოსავალი კი არის დროებითი ანგარიშების დანერგვა – ეს გააუმჯობესებს სისტემაში არშესული რედაქტორების კონფიდენციალურობას. დროებითი ანგარიშების საჭიროების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, იხილეთ იურიდიულ კითხვებზე პასუხი ჩვენს ხშირად დასმულ კითხვებში და 2021 წლის სიახლე ფონდის იურიდიული გუნდისგან.

როგორ მუშაობს დროებითი ანგარიშები

ვიკიპედიის გვერდის ისტორია დროებითი ანგარიშის, ორი IP მისამართით და რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ გაკეთებული რედაქტირების ჟურნალის საშუალებით (სქრინი სერბო-ხორვატიური ვიკიპედიიდან)

ვიკიმედიის პროექტები საშუალებას აძლევს ყველას განახორციელოს რედაქტირება ანგარიშის შექმნით ან მის გარეშე. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებელი პრინციპი. როდესაც რედაქტირება ხდება რეგისტრირებული ანგარიშის საშუალებით, რედაქტირება ეწერება შესაბამის ვიკიმედიის ანგარიშს სხვადასხვა ჟურნალებსა და გვერდებზე, როგორიცაა ბოლო ცვლილებები ან გვერდის ისტორია. როდესაც რედაქტირება ხდება რეგისტრირებული ანგარიშის გარეშე, რედაქტირება ჩაეწერება ავტომატურად შექმნილ დროებით ანგარიშზე. დროებითი ანგარიში შეიქმნება ყველა არარეგისტრირებული რედაქტორისთვის და შენარჩუნდება იგი 90 დღის განმავლობაში. იმავე მოწყობილობით განხორციელებული ყველა შემდგომი რედაქტირება მიეწერება იმავე დროებით ანგარიშს.

ანგარიშის სახელი იქნება შაბლონური: ~2024-1234567 (ტილდა, მიმდინარე წელი, რიცხვი). რიცხვი ავტომატურად ზრდადია, შესაბამისად შემდეგი მომხმარებელი იქნება ~2024-1234568 და ა.შ. მომხმარებლები ვერ შეძლებენ ამ სახელის არჩევას.

ანგარიში იქნება იგივე მაშინაც კი, თუ მომხმარებლის IP მისამართი შეიცვლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელი არ გაასუფთავებს ბრაუზერის ქუქი ფაილებსს ან არ გამოიყენებს სხვა მოწყობილობას ან ბრაუზერს. თითოეული რედაქტირების დროს გამოყენებული IP მისამართის ჩანაწერი შეინახება რედაქტირებიდან 90 დღის განმავლობაში. მხოლოდ სისტემაში შესული ზოგიერთი მომხმარებელი შეძლებს მის ნახვას.

დროებითი ანგარიშის შექმნის თარიღიდან 90 დღის შემდეგ, ქუქი ფაილის ვადა ამოიწურება. ყველა გამოქვეყნებული რედაქტირება კვლავ შენახული იქნება დროებითი ანგარიშის ავტორობით, მაგრამ მომხმარებელს, თუ ის გააგრძელებს რედაქტირებას, სისტემაში შესვლის გარეშე, მიენიჭება ახალი დროებითი ანგარიში. დროებითი ანგარიში არ შეიძლება გარდაიქმნას რეგისტრირებულ ანგარიშად. დროებითი ანგარიშების მუშაობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი დახმარების გვერდი.

სად ჩართულია დროებითი ანგარიშები

დროებითი ანგარიშები ამჟამად ჩართულია შემდეგ ვიკიპედიებში: კანტონური, დანიური, იგბო, ნორვეგიული, რუმინული, სერბული, სერბო-ხორვატიული და სუაჰილი, ასევე ჩეხურ ვიკივერსიტეტში, იტალიურ ვიკიციტატაზე, იაპონურ ვიკიწიგნებსა და სპარსულ ვიქსიკონში.

რას ნიშნავს ეს მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფისთვის?

მკითხველებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ვიკიპედიის ანგარიში

არაფერი არ შეიცვლება! თუ არ არედაქტირებთ, არ ხართ შესული სისტემაში და უბრალოდ კითხულობთ ვიკიპედიას (ან იყენებთ ვიკიმონაცემებს, ვიკისაწყობს და ა.შ.), თქვენთვის განსხვავება არ იქნება.

სისტემაში არ შესული მომხმარებლებისთვის

დროებითი მომხმარებლის ანგარიშის განხილვის გვერდი. აქ არის შეტყობინების ღილაკი მენიუში, ზედა მარჯვენა კუთხეში, სადაც ამ ფუნქციაზე IP რედაქტორებს არ აქვთ წვდომა (სკრინშოტი testwiki-დან)
  • ახალი ფუნქცია ზრდის კონფიდენციალურობას: ამჟამად, თუ არ გაქვთ რეგისტრირებული ანგარიში ვიკიპედიის რედაქტირებისთვის, მაშინ ყველას შეუძლია ნახოს თქვენ მიერ შეტანილი ცვლილებები რომელი IP მისამართით შეიტანეთ, თუნდაც 90 დღის შემდეგ. ეს უკვე შეუძლებელი იქნება იქ, სადაც ჩართული იქნება დროებითი ანგარიშები.
  • თუ იყენებთ დროებით ანგარიშს სხვადასხვა ადგილიდან ბოლო 90 დღის განმავლობაში რედაქტირებისთვის (მაგალითად, სახლიდან, სამსახურიდან, უნივერსიტეტიდან), რედაქტირების ისტორია და IP მისამართები ყველა ამ ადგილისთვის ახლა ერთად ჩაიწერება სისტემაში, ერთი და იგივე დროებითი ანგარიშისთვის. მომხმარებლები, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკრეტულ მოთხოვნებს, შეძლებენ ამ მონაცემების ნახვას. თუ ეს თქვენთვის ქმნის რაიმე პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეს, რჩევისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ talktohumanrights@wikimedia.org-ზე.

ვიკისაზოგადოების წევრებისთვის, რომლებიც ურთიერთობენ სისტემაში არშესულ რედაქტორებთან


მომხმარებლები დროებითი ანგარიშით შეიძლება მონიშნულები (პინგით) იყვნენ დისკუსიაში და ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ შეტყობინებას ამის შესახებ
  • დროებითი ანგარიში დაკავშირებულია მხოლოდ ერთ კონკრეტულ მოწყობილობასთან. შედარებისთვის, IP მისამართიდან შეიძლება მუშაობდეს სხვადასხვა მოწყობილობა და ადამიანი (მაგალითად, სხვადასხვა ადამიანს სკოლაში ან სამსახურში შეიძლება ჰქონდეს იგივე IP მისამართი).
  • მომხმარებლის დროებითი ანგარიში უფრო სტაბილური იქნება, ვიდრე IP მისამართით მომუშავე. თუ თქვენ ხედავთ მათ რედაქტირებას და დატოვებთ შეტყობინებას ამის შესახებ მათ განხილვის გვერდზე, სავსებით სავარაუდოა, რომ ადამიანი, ვინც დაარედაქტირა, წაიკითხავს ამ შეტყობინებას, თუნდაც დიდი ხნის შემდეგ.
  • დროებითი ანგარიშები, ზოგიერთ ასპექტში, მუშაობს რეგისტრირებული ანგარიშების მსგავსად. მომავალში, ჩვენ შეიძლება ჩავრთოთ მათთვის მეტი ფუნქცია. როგორც ზემოთ მოცემულ სქრინზე ხედავთ, დროებითი ანგარიშის მომხმარებლები შეძლებენ შეტყობინებების მიღებას. ასევე შესაძლებელი იქნება მათთვის მადლობის გადახდა რედაქტირებისთვის, დისკუსიებში მათი მოხსენიება პინგით და მათი მოწვევა საზოგადოებაში მეტი ჩართულობისთვის.

მომხმარებლებისთვის, რომლებიც იყენებენ IP მისამართის მონაცემებს ვიკი-პროექტების მოდერაციისა და დაცვისთვის

ადმინისტრატორის სამუშაო პანელი, სადაც ის ხედავს სტატიის ისტორიის გვერდს. IP გამოვლენის ფუნქცია, რომელიც ნაჩვენებია მომხმარებლის დროებითი ანგარიშის გასწვრივ (სქრინი testwiki-დან)
  • შემმოწმებლებისთვის, რომლებიც აკონტროლებენ მუდმივად ვანდალებს, იძიებენ წესების დარღვევას და ა.შ.: მომხმარებლები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეძლებენ ნახონ დროებითი ანგარიშების IP მისამართები და მათ მიერ შეტანილი ყველა წვლილი კონკრეტული IP მისამართიდან ან დიაპაზონიდან. მათ ასევე ექნებათ წვდომა IP მისამართების შესახებ სასარგებლო ინფორმაციაზე IP ინფორმაციის ფუნქციის მეშვეობით. პროგრამული უზრუნველყოფის მრავალი სხვა ნაწილი შექმნილია ან მორგებულია დროებით ანგარიშებთან მუშაობისთვის, მათ შორის „AbuseFilter“, „გლობალური ბლოკი“, “გლობალური მომხმარებლის წვლილი“ და სხვა.
  • ადმინისტრატორებისთვის, რომლებიც ბლოკავენ სისტემაში არშესულ (დაურეგისტრირებულ) რედაქტორებს:
    • ბევრი ვანდალის დაბლოკვა მათი დროებითი მომხმარებლის ანგარიშების დაბლოკვით სავსებით შესაძლებელი იქნება. დაბლოკილი პირი ვერ შეძლებს სწრაფად შექმნას ახალი დროებითი ანგარიში, თუ ადმინისტრატორი აირჩევს ავტობლოკის ვარიანტს.
    • ასევე, კვლავ შესაძლებელი იქნება IP მისამართის ან დიაპაზონის დაბლოკვა.
  • ჩვენ ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობას სხვა გაფართოებული უფლებების მქონე მომხმარებლებთან, როგორიცაა სტიუარდები. ამ მომხმარებლების მნიშვნელოვანი კომენტარებითა და კითხვებით, ჩვენ ხელთ გვაქვს განახლებული ხელსაწყო და დაგეგმილი მათი დანერგვა ვიკიმედიის პროექტებში.
  • დროებითი ანგარიშების ფუნქცია არ შეეხება იმ წვლილს, რაც უკვე შეტანილია IP მისამართებით ამ ფუნქციის დანერგვამდე. „სპეციალური:წვლილი“-ზე თქვენ შეძლებთ იხილოთ არსებული IP მისამართებით შეტანილ ცვლილებებს, მაგრამ ვერ ნახავთ დროებითი ანგარიშების მიერ შეტანილ ახალ ცვლილებებს IP მისამართით. ამის ნაცვლად, მომხმარებლებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, უნდა გამოიყენონ „სპეციალური:IPContributions“ შესაბამისი IP მისამართის სანახავად.

როდის დაინერგება დროებითი ანგარიშები უფრო მეტ ვიკი-პროექტზე?

  • როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ ჩავრთეთ დროებითი ანგარიშები ვიკი-პროექტების პირველად ჯგუფში. ამ ფაზას ეწოდება მცირე საპილოტე დანერგვა. იგი დაგვეხმარება გავიგოთ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც უნდა გამოსწორდეს მანამ, სანამ დროებითი ანგარიშები ჩაირთვება უფრო მეტ პროექტში. ჩვენ უნდა გავიგოთ, როგორ ურთიერთობენ ვიკისაზოგადოების წევრები დროებითი ანგარიშების მფლობელებთან, მუშაობს თუ არა ყველა არსებული და ახალი ინსტრუმენტი და თუ გამოცდილი მომხმარებლები კომფორტულად ასრულებენ თავიანთ ჩვეულ დავალებებს და ა.შ. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ამ პროექტის გავლენას და პერიოდულად გავაზიარებთ მოხსენებებს. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ საჯარო ინფორმაცია პროექტის მსვლელობაზე რეალურ დროში შესაბამისი მონაცემებით.
  • თუ არ გვექნება ბევრი მოულოდნელი პრობლემა პროექტის ირგვლივ, მაშინ 2025 წლის თებერვალში მას ჩავრთავთ უფრო დიდ ვიკიპედიებშიც. ჩვენ ამ ფაზას ვუწოდებთ დიდ საპილოტე დანერგვას. იგი შეიძლება ჩაირთოს ტოპ-10 ვიკიპედიაში, რომლებმაც გამოხატეს მზადყოფნა ხელსაწყოს დასანერგად (მოგვწერეთ აქ). ამ ეტაპზე, ჩვენ გვირჩევნია არ ჩავრთოთ ეს ფუნქცია ინგლისურ ვიკიპედიაში.
  • შემდეგ, 2025 წლის შუა რიცხვებისთვის, ჩვენ ჩავრთავთ ფუნქციას ყველა დანარჩენ ვიკი-პროექტში, კოორდინირებული მოქმედებით. ამის შემდეგ ჩვენ უზრუნველვყოფთ მხარდაჭერას, მონაცემების მონიტორინგს და აღმოფხვრავთ გაჩენილ პრობლემებს.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველას, ვისზეც ამ პროექტს ექნება გავლენა, წინასწარ ვაცნობოთ. ინფორმაცია დროებითი ანგარიშების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება Tech News, Diff, სხვადასხვა ბლოგებსა და ვიკიგვერდებზე, ბანერებსა და სხ. კონფერენციებზე, ჩვენ ან ჩვენი კოლეგები ჩვენი სახელით მოიწვევენ დამსწრეებს ამ პროექტის შესახებ სადისკუსიოდ. გარდა ამისა, ჩვენ ვუკავშირდებით ვიკიმედიურ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ვიკისაზოგადოების მხარდაჭერის პროგრამებზე.


გამოიწერეთ ჩვენი ახალი ბიულეტენი, რომ სწრაფად მიიღოთ სიახლეები. პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გაეცანით ხდკ-ის და გადახედეთ ბოლო სიახლეებს. დაგვიკავშირდით პროექტის გვერდზე ან ვიკის გარეთ. მადლობა!

Can you help us translate this article?

In order for this article to reach as many people as possible we would like your help. Can you translate this article to get the message out?