გზამკვლევი ინტერნეტის გათიშვის ან შეფერხების შემთხვევებისთვის

Translate this post

ამ სახელმძღვანელოში გთავაზობთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ რეკომენდებულ იმ ხელსაწყოთა და პროგრამულ უზრუნველყოფათა სიას, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ კავშირზე დარჩეთ თქვენს ქვეყანაში ან რეგიონში ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაში.

სახელმძღვანელოები, რომლებიც კავშირზე დარჩენაში დაგეხმარებათ: CPJ-ის სახელმძღვანელო „ციფრული უსაფრთხოება: ინტერნეტის გათიშვები“, „ონლაინ დარჩენის ხუთი გზა მთავრობის მიერ ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაში“, „AccessNow-ის სახელმძღვანელო“ „ინტერნეტის გათიშვებსა და არჩევნებზე“, PolicyLabAfricaარჩევნების დროს ინტერნეტის გათიშვის სახელმძღვანელო“ და „როგორ დავუკავშირდეთ და აღვწეროთ ადამიანის უფლებების დარღვევები ინტერნეტის გათიშვისას“. უსაფრთხო ბრაუზინგისთვის, გადახედეთ პრესის თავისუფლების ფონდის სახელმძღვანელოს „VPN-ის არჩევის სიღრმისეული სახელმძღვანელო“.

კავშირი ინტერნეტის გარეშე

არსებობს რამდენიმე აპლიკაცია, რომლებიც შეიქმნა იმისათვის, რათა მომხმარებლებს ერთმანეთთან ინტერნეტის გარეშე კომუნიკაციის საშუალება მიეცეს. ამისათვის ისინი ე. წ. „უსადენო მეშის ქსელებს“ (wireless mesh networks) იყენებენ. ზოგიერთ ამ აპლიკაციას სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციების ან ინტერნეტის გათიშვების დროს იყენებდნენ, რადგან ისინი ინტერნეტის გარეშე მუშაობს. გადახედეთ სტატიას „გესაჭიროებათ კომუნიკაცია ინტერნეტის არქონის დროს? სცადეთ მეშ სამესიჯო აპლიკაცია“. ასევე გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდებულ საკომუნიკაციო აპლიკაციას, მათი გამოყენების პირობების მიმოხილვას და თქვენს მოწყობილობაში ჩამოტვირთვის გზებს:

  1. qaul.net არის ინტერნეტისგან დამოუკიდებელი „ad-hoc“ უსადენო მეშ-ქსელი, რომელიც ყოველდღიურ მოწყობილობებს, მაგალითად, კომპიუტერებსა და სმარტფონებს საშუალებას აძლევს, შექმნან დეცენტრალიზებული, თავისუფალი ქსელი, რომელშიც მომხმარებლებს შეუძლიათ ფაილების გაზიარება, ხმოვანი ზარების განხორციელება და ტექსტური საუბარი. აპლიკაცია თავსებადია Android-თან, IOS-თან, Windows 7-10-თან და Ubuntu-სთან. მეშ ქსელისა და მისი უსაფრთხოების შესახებ იხილეთ სტატია „qaul – მდგრადი კომუნიკაცია ინტერნეტის ჩახშობისა და გამორთვის დროს“, ასევე მეშ-ქსელზე უფრო მეტის გასაგებად ნახეთ ინტერვიუ მის შემქმნელებთან. შეგიძლიათ ასევე ნახოთ ინტერვიუ „SMEX Talk“-ზე „qaul.net – قول – Internet Independent Wireless Mesh Communication“.
  2. ჰონგ-კონგში, ინდოეთსა და აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისას პოპულარული გახდა სამი სხვა აპლიკაციაც. იხილეთ „Mesh Messaging in Large-scale Protests: BreakingBridgefy“ და BBC-ის სტატია „Mesh networks chat apps to the rescue.“ პირველი აპლიკაციაა „Bridgefy“, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია Android ტელეფონებზე. იხილეთ ვიდეოინსტრუქცია „როგორ დავიწყოთ დახურულუ ჩატი „Bridgefy“ აპლიკაციაში?“. მეორეა „Serval Mesh“ ასევე Android აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერ უსაფრთხო მეშ ქსელს, ხმოვან ზარებს, ტექსტურ მიმოწერას და ფაილების მიმოცვლას მობილურ ტელეფონებს შორის. იხილეთ მისი ვებ-გვერდი.
  3. თუ თქვენ უკვე იყენებთ „WhatsApp“-ს, შეგიძლიათ იხილოთ, როგორ გაააქტიუროთ ის ინტერნეტის გარეშე. იხილეთ ვიდეო „How To Setup A WhatsApp Proxy Server.“

ნავიგაცია ინტერნეტის გარეშე

არსებობს „Android“-ისა და „iOS“-ის აპლიკაციები, რომლებიც ინტერნეტის გარეშე ნავიგაციაში დაგეხმარებათ. თუ თქვენი მოწყობილობა iOS 17-ია ან უფრო ახალ ვერსიაზე მუშაობს, აქ იხილავთ, როგორ ჩამოტვირთოთ ოფლაინ რუკები თქვენი iPhone-ისთვის. თუ თქვენ იყენებთ „Google Maps“-ს, ოფლაინ რუკები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ უშუალოდ აპლიკაციაში ან გამოიყენოთ ისეთი აპლიკაციები, როგორებიცაა Maps.ME და Sygic Navigation GPS. შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოინსტრუქცია MAPS.ME-ს გამოყენების შესახებ.

დაუკავშირდით რადიოს

FM სიგნალის მიღება ყველა სმარტფონს არ შეუძლია. თუ თქვენს „Android“ სმარტფონს ან ტაბლეტს FM სიგნალის მიღება შეუძლია, თქვენ შეგიძლიათ „NextRadio“-ის აპლიკაციის საშუალებით განბლოკოთ FM მიმღები. ანტენის სახით ასევე დაგჭირდებათ რაღაც კაბელიანი, მაგალითად, კაბელიანი ყურსასმენები. იხილეთ სახელმძღვანელო „How to Activate an FM Chip on Android. “

ოფლაინ ბრაუზინგი

არსებობს აპლიკაციები, რომლის გამოყენებით შესაძლებელია საიტებიდან ფაილების ჩამოტვირთვა და ბრაუზინგი ინტერნეტის გარეშე. ისინი გვეხმარება ნელი ინტერნეტის ან მისი არარსებობის შემთხვევაში. ასეთის მაგალითია „Offline Browser“-ი და ვებსაიტების მაკოპირებელი „HTTrack“-ი. იხილეთ სტატია „როგორ გამოვიყენოთ ოფლაინ Google Chrome ინტერნეტის გარეშე“ და სახელმძღვანელო „როგორ დავუკავშირდეთ ვებ-საიტებს ინტერნეტ კავშირის გარეშე Android-ზე.”

გახსოვდეთ — თუ თქვენი ინტერნეტ კავშირი შეზღუდულია, შეგიძლიათ ვინმეს სთხოვოთ ამ ხელსაწყოებით ვებ-საიტების ჩამოტვირთვა და ფაილების გაზიარება კომპრესიის შემდეგ, რათა მათ ნაკლები ინტერნეტი მოიხმარონ.

დოკუმენტების ონლაინ რედაქტირება

ვიკიპროექტებზე წვდომა

ვებ-კონტენტის ბრაუზინგისთვის გადმოწერეთ „Kiwix“ პროგრამა. ის სპეციალურად არის შექმნილი, რომ თქვენ ვიკიპედია ინტერნეტის გარეშე წაიკითხოთ. პროგრამა არ საჭიროებს რაიმე რთულ პარამეტრებს ან წინასწარ რეგისტრაციას. ერთადერთი, რაც საჭიროა, არის პროგრამის ჩამოტვირთვა, შემდეგ კი ვიკიპედიის თქვენთვის სასურველი ვერსიის ჩამოწერა და შემდეგ უკვე შეგიძლიათ ისიამოვნოთ ვიკიპედიის კითხვით ინტერნეტის გარეშე. პროგრამის საშუალებით ასევე შესაძლებელია ვიკიპედიის დობილი პროექტების ჩამოტვირთვა სხვადასხვა ენაზე — ვიქსიკონის, ვიკიწყაროს, ვიკიციტატისა და ვიკისიახლეების.

ამას გარდა, „Wiki Project Med Foundation“ გთავაზობთ აპლიკაციას (ხელმისაწვდომია Google Play-ზე), რომელიც გამოსადეგია შეზღუდული ინტერნეტის პირობებში. მეტი დეტალი მოცემულია სტატიაში „WikiProjectMed:Internet-in-a-Box“.

Digital First Aid Kit (DFAK) სთავაზობს გარკვეულ პირველად თვითდიაგნოსტიკას ადამიანებს, რომლებიც დგანან ციფრული საფრთხეების ყველაზე გავრცელებული ტიპების წინაშე.

*შენიშვნა: ამ სახელმძღვანელოში რეკომენდებული ზოგიერთი აპლიკაცია შეიძლება გარკვეულ რისკებს შეიცავდეს და გირჩევთ, ავტორიზაციამდე დეტალურად გაეცნოთ მათი გამოყენების პირობებს.

Can you help us translate this article?

In order for this article to reach as many people as possible we would like your help. Can you translate this article to get the message out?