ვაშა, ვიკიპედია 24 წლისაა! დაწერეთ თქვენი მოსაზრებები ვიკიპედიის 25 წლის აღსანიშნავად მეტა-ვიკიზე.






უკვე 24 წელია, ვიკიპედია მსოფლიოში ცოდნის გავრცელების ჰაბია — და ეს ყველაფერი თქვენი წყალობით. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, თქვენ უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეთ პლატფორმის ჩამოყალიბებაში, რომელიც მთელ მსოფლიოში აკავშირებს ადამიანებს მათთვის საჭირო ინფორმაციასთან.
ყოველთვიურად, ვიკიპედიას მთელ მსოფლიოში 15 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ნახულობს. 63 მილიონზე მეტი სტატიით, თვეში 260 ათასზე მეტი მოხალისე რედაქტორით 300-ზე მეტ ენაზე, ჩვენ ერთობლივად ვაქციეთ ვიკიპედია ცოდნის უდიდეს და ყველაზე სანდო წყაროდ ინტერნეტში.
ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი მოძრაობის წარმოუდგენელი ძალისხმევისა და თქვენნაირ მოხალისეთა გარეშე, რომლებიც წერენ, არედაქტირებენ და აყალიბებენ კონტენტს. თქვენ მიერ განხორციელებულმა ყოველმა რედაქტირებამ, ყოველმა შემოწმებულმა სტატიამ, ყოველმა დამატებულმა წყარომ — აქცია ვიკიპედია იმად, რაც ის დღესაა.

როგორც 24 წლისას შეშვენის, ვიკიპედია უკვე საკმარისად დიდია, რათა გარკვეული სიბრძნე და სანდოობა მოეპოვებინა, მაგრამ ჯერ მაინც ახალგაზრდაა, რათა თავი სიცოცხლითა და პოტენციალით სავსედ იგრძნოს. ეს სიმწიფისა და პერსპექტივის შესანიშნავი ნაზავია — ორ ათწლეულზე მეტია, ცოდნის მეშვეობით აკავშირებს ადამიანებს და თან ვითარდება ისე, რომ დღევანდელი მსოფლიოს საჭიროებებს მოერგოს.
როცა უკვე 24 წელიწადია, ინტერნეტის ბოლო საუკეთესო ადგილი ხარ — არის მიღწევა, რომლის აღნიშვნაც ნამდვილად ღირს, მაგრამ მოუთმენლად ველოდებით მომავალი წლის მონუმენტურ იუბილეს — 25 წელს! საუკუნის მეოთხედის ასაკის ვიკიპედია ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას.
თუმცა, როგორ უნდა აღვნიშნოთ მოძრაობის ეს საეტაპო ნიშნული? გაგვიზიარეთ თქვენი იდეები მეტა-ვიკიზე და მოდით, ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად ვაქციოთ!

Can you help us translate this article?
In order for this article to reach as many people as possible we would like your help. Can you translate this article to get the message out?
Start translation