ვიკიპედიაში ნეიტრალური თვალსაზრისის გაძლიერება

Translate this post

ცოტა ხნის წინ, ფონდმა ვიკიმედიამ გამოაქვეყნა შედეგები ვრცელი კვლევისა, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი, როგორც მოძრაობის პრიორიტეტიზაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გლობალური ტრენდების გამოვლენას. დაგეგმვის ასეთ პრაქტიკას ჩვენ 2022 წლიდან ყოველწლიურად ვაწარმოებთ. ჩვენ შევაფასეთ სწრაფად მიმდინარე ცვლილებები, რათა უფრო სიღრმისეულად გვეკითხა: „რაში სჭირდება ვიკიპედია მსოფლიოს ახლა?“

ეს ტენდენციებმა შემდეგ ბიძგი მისცა მნიშვნელოვან განხილვებს ვიკიში და მრავალ საზოგადოებრივ სივრცეში, რათა დაეხმაროს მოქმედებებისა და ფოკუსირების პრიორიტეტიზაციას.

ერთი მნიშვნელოვანი ტრენდი, რომელმაც მნიშვნელოვანი განხილვები ჰპოვა, როგორც ვიკიმედიის მოძრაობაში, ისე მის მიღმა, დაკავშირებულია ნეიტრალურობასთან: რამდენად მცირდება ონლაინ ინფორმაციისადმი ნდობა და ირღვევა კონსენსუსი იმის შესახებ, თუ რა ინფორმაცია არის სიმართლე. ზოგიერთს სჯერა, რომ მსოფლიო უფრო კომპლექსური (რთული) გახდა და ხალხი იმაზე მეტად დაყოფილია, ვიდრე ოდესმე. ვინაიდან ისე ჩანს, რომ ნეიტრალურობისადმი საფრთხეები გლობალურად იზრდება, ვიკიპედიის ნეიტრალურობის თვალსაზრისის (NPOV) პოლიტიკა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასოდეს. ეს საკვანძო პრინციპი ვიკიპედიას უკიდურესად კარგად ემსახურა და კიდევ უფრო გაძლიერდა იგი ვიკიპედიის არსებობის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში.

ვიკიმედიის პროექტებში ნეიტრალურობის პრინციპის თარგმანი ნეიტრალურობის თვალსაზრისის პოლიტიკაში — სხვადასხვაა, რაც წარმოაჩენს შესაძლებლობას საზოგადოებებისთვის, რათა ისწავლონ ერთმანეთისგან და იკვლიონ, შეუძლია თუ არა ნეიტრალურობის ზოგად გლობალურ სტანდარტებს უკეთესად დაიცვან პროექტები (და მოხალისეები) გაფართოებული საფრთხეებისა და მზარდი რეგულაციების გარემოში.

ვიკიმედიის საზოგადოების მხარდასაჭერად და ნეიტრალურობისადმი ჩვენი ერთგულების კიდევ ერთხელ დასადასტურებლად, „ფონდი ვიკიმედია“ შექმნის აქტიურ რედაქტორთა, სამეურვეო საბჭოს წევრთა, მკვლევართა და მრჩეველთა სამუშაო ჯგუფებს, რათა მათ შეიმუშავონ რეკომენდაციები ნეიტრალურობის თვალსაზრისის პოლიტიკის ზოგადი სტანდარტებისათვის, რასაც შეუძლია ვიკიპედიის დაცვა, პროექტების მთლიანობის ზრდა და აღჭურვა მოხალისეებისა, რომლებიც ამ პოლიტიკის ადმინისტრირებას მეტი მხარდაჭერით ენდობიან.

ეს განხილვები დაეფუძნება ნეიტრალურობის თვალსაზრისის პოლიტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც ისეა ჩამოყალიბებული, რომ წარმოადგინოს ფაქტების მართალი, ნეიტრალური აღწერა ისე, რომ არ შეზღუდოს იდეების, კონცეფციებისა და პერსპექტივების კვლევას. ვიკიპედიის ნეიტრალურობის კიდევ ერთხელ დადასტურება იმის საპასუხოდ, რასაც ვხედავთ მსოფლიოში, ძლიერი სანდოობის მქონე რესურსს კიდევ უფრო მტკიცეს გახდის მის მისიას, რომელიც გულისხმობს, ემსახუროს ზუსტ და სანდო ინფორმაციას.

თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მეტ ინფორმაციას ვიკიპედიის ნეიტრალურობის თვალსაზრისის პოლიტიკისა და მასში წვლილის შეტანის შესახებ.

ვიკიპედიის ნეიტრალურობის თვალსაზრისის პოლიტიკის (NPOV) მოკლე ისტორია

პროექტის დასაწყისიდანვე, ვიკიპედიის მთავარი პრინციპი ნეიტრალურობის თვალსაზრისის დაცვაა. მეტა-ვიკის გვერდი, რომელიც 2003 წელს შეიქმნა, აღნიშნავს, რომ ვიკიპედიას და ვიკიმედიის პროექტებს „საუკეთესოდ ემსახურება არა რომელიმე მოცემულ საკითხზე კონკრეტული თვალსაზრისის დაწინაურება ან დაკნინებას, არამედ მცდელობას, რომ წარმოჩინდეს სწორი, ნეიტრალური აღწერა ფაქტებისა — მათ შორის სხვადასხვა არსებული ინტერპრეტაციასა და თვალსაზრისისა… ეს პოლიტიკა არსებობს ყველა იმ ენოვან პროექტში, რომელმაც ის დანერგა, მაგრამ ამ პოლიტიკის დეტალები მნიშვნელოვნად ცვალებადია პროექტებსა და ამ პროექტების სხვადასხვაენოვან განყოფილებებს შორის“.

ვიკიპედიელებს ესმით, რომ ეს შეუვალი პრინციპი საჭიროებს თანამშრომლობას მისი პრაქტიკაში დანერგვის შესახებ: „მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალურობის თვალსაზრისის პოლიტიკა სტატიის წერაში საბოლოო მიზანია, მისი მყისიერად მიღწევა რთულია მხოლოდ ერთი მწერლისთვის. ამიტომ, ზოგჯერ ის განიხილება, როგორც განმეორებითი პროცესი (როგორც ზოგადად ვიკიში წერაა), რომლითაც დაპირისპირებული შეხედულებები კომპრომისზე მიდიან ენისა და მისი სწორად წარმოდგენის მხრივ, რათა მივიღოთ ყველასათვის მისაღები ნეიტრალური აღწერა, კონსენსუსის გადაწყვეტილების მიღების შესაბამისად“.

ყველა სხვა პოლიტიკის მსგავსად, ნეიტრალურობის თვალსაზრისის პოლიტიკა ვიკიპედიის არსებობის 24 წლის მანძილზე დაიხვეწა ათასობით შესწორებით ასობით სხვადასხვა ენაზე. ვიკისაზოგადოების ევოლუციური პროცესის განმავლობაში დისკუსიები, ნეიტრალურობის თვალსაზრისის პრინციპი და მისი გამოყენება ვიკიპედიის მოდელისთვის ფუნდამენტური რჩება.

ნეიტრალურობის თვალსაზრისის პოლიტიკის საერთო გლობალური სტანდარტები 

ვიკისაზოგადოების ბოლოდროინდელ ვორკშოპზე, ვიკიპედიის სხვადასხვაენოვან ვერსიათა ნეიტრალურობის თვალსაზრისის პოლიტიკის (NPOV) მოკლე მიმოხილვამ გამოავლინა ვარიაციები, შეუსაბამობები და მრავალი შესაძლებლობა ვიკიმედიის სხვადასხვა პროექტისთვის, რათა ერთმანეთისგან შეისწავლონ. გაფართოებულ უფლებათა მქონე რედაქტორები, რომლებსაც NPOV პოლიტიკის ადმინისტრირება საკუთარმა საზოგადოებებმა ანდეს, აღწერდნენ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ისინი დგებიან, როცა ეს პოლიტიკა ზოგიერთ ენაზე ბუნდოვანი ან განუვითარებელია.

რადგან ახალი ამბების წყაროებისადმი საზოგადოების ნდობა იკლებს, ვიკიპედიელები აწყდებიან განვითარებად გამოწვევებს სანდო წყაროებიდან შეხედულებების სამართლიან, პროპორციულ წარმოჩენაში, რედაქციული მიკერძოების გარეშე. ეს ხშირად იტესტება მაშინ, როდესაც რედაქტორები აშუქებენ სწრაფად განვითარებად, საკამათო თემებს. ბოლო წლებში ეს დაკავშირებული იყო ისეთ გეოპოლიტიკურ კონფლიქტებთან, როგორიც ისრაელ-პალესტინისა და რუსეთ-უკრაინის ომია, ასევე დაკავშირებულია სხვა პრობლემებთან, მაგალითად, ვიკიმედიის პროექტებში ქალების დაუბალანსებელი წარმოდგენით, გლობალური სამხრეთის შესახებ იქ მცხოვრებთა მიერ კონტენტის ზრდით, პანდემიების შესახებ სამედიცინო ინფორმაციის წარმოდგენით და ასევე იმასთან, თუ როგორ მოქმედებს ვიკიპედია საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად, როდესაც არის შეშფოთებები ანტისემიტიზმის შესახებ. ზოგიერთ ასეთ შემთხვევაში ვიხილეთ, რომ გონივრული პრობლემების მოგვარებას დრო და კვლევა სჭირდება.

როგორც მოხალისეებმა კარგად იციან, ვიკიპედიის მთლიანობა, განსაკუთრებით განვითარებად და განგრძობად თემებზე, დაცულია სათემო მმართველობის ძლიერი პრინციპებით, რომლის პრიორიტეტიც არის სწორი და დაბალანსებული მიდგომა. ეს კარგად დოკუმენტირებული სტანდარტები სპეციალურადაა შექმნილი, რათა მოხდეს არასასურველი გავლენის პრევენცია და დამოუკიდებლობის დაცვა — არაკომერციული მოდელის, რომლის მასშტაბისაც სხვა არ არსებობს. დროდადრო კვლავ ვხედავთ, რომ მოხალისეები წარმატებით ართმევენ თავს ნეიტრალიტეტის დაცვას საკამათო თემებზე.

ისინი, ვინც ვიკიმედიის პროექტებს უნარჩუნებენ კონკრეტულობას და შოსმჭრეტველობას, გამუდმებით უნდა გარდაქმნან და გააუმჯობესონ თავიანთი სისტემები, რადგან ციფრული მედიაპლატფორმები მთელ მსოფლიოში ეჭიდებიან მიკერძოებასა და დეზინფორმაციას. საზოგადოების მიერ მართული უფრო ძლიერი კონტენტის მოდერაციის პოლიტიკა, რომელსაც ძირითადად ადგილობრივი საზოგადოება აღასრულებს, ერთნაირად იცავს როგორც ვიკიპედიას, ისე ვიკიპედიელებს.

თვითმმართველობის ამ გადამწყვეტი მექანიზმის მხარდასაჭერად, სამუშაო ჯგუფი შეისწავლის, როგორ შეუძლია ნეიტრალურობის თვალსაზრისის პოლიტიკის უფრო ზოგად სტანდარტებს ვიკიპედიის დაცვა და გაუმჯობესება და მოხალისეთა მხარდაჭერა, რაც დაეფუძნება იმის განხილვას, რამაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში შეიმუშავა ნეიტრალურობის თვალსაზრისის პოლიტიკა. სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება ხელი შეუწყოს ცოდნის გაზიარებას საზოგადოების მიერ მართული პოლიტიკის შესაბამისად, ანუ იმის, რამაც ვიკიპედია მთელ მსოფლიოში აქცია ძლიერ სანდო რესურსად. ამაში გათვალისწინებული იქნება უკუკავშირი სამუშაოდან, რომელიც უკვე მიმდინარეობს, რათა ჩამოაყალიბოს პოლიტიკა, რომელიც ასახავს გლობალური ვიკიმედიური საზოგადოების ღირებულებებს.

რეკომენდაციების საწყისი კრებული წარედგინება „ფონდ ვიკიმედიის“ სამეურვეო საბჭოს 2025 წლის ივნისის შეხვედრაზე, სადაც ასევე დაამტკიცებენ ფონდის გეგმას და ბიუჯეტს.

მივესალმებით წვლილის შეტანას პროექტში ყველასგან, ვინც ზრუნავს ამ საკითხებზე ვიკიმედიის მოძრაობის შიგნით და მის მიღმა. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური გვერდი მეტა-ვიკიზე ან ფონდის ყოველწლიური დაგეგმვის განხილვები.

ვიკიპედიაზე მსოფლიოს ნდობა და დამოკიდებულება კვლავ იზრდება — ხელოვნური ინტელექტის ჩეტბოტებითა და საძიებო ძრავებით დაწყებული, ხმოვანი ასისტენტებითა და ინტერნეტში კონტენტის ხელახალი მომხმარებლებით დამთავრებული. იმ დროს, როცა ჩვენ ვიყენებთ (და გვჭირდება!) უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძირითადი პრინციპები და შევინარჩუნოთ ჩვენი საერთო ღირებულებები. ვიკიპედიის ნეიტრალურობის გაძლიერება მას უფრო მეტად სანდოს გახდის, რათა მოგაწოდოთ კონტენტი, რომელსაც მილიარდობით ადამიანი ეყრდნობა მთელ მსოფლიოში.

Can you help us translate this article?

In order for this article to reach as many people as possible we would like your help. Can you translate this article to get the message out?