დოქსინგი: გიცდიათ თუ არა ოდესმე საკუთარი თავის დოქსინგი?

Translate this post

ეს პოსტი წარმოადგენს უსაფრთხოებისა და ადვოკატირების შესახებ პოსტთა სერიის ნაწილს, რომელიც შექმნილია საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადობის ჯგუფის მიერ. პოსტის ავტორი ადამიანის უფლებათა ჯგუფის თანამშრომელია.

პოსტის პირველი ნაწილი ეხებოდა, თუ რა არის დოქსინგი და რატომ უნდა გვაღელვებდეს. მეორე ნაწილი გვიბიძგებს, ვიფიქროთ დოქსერის (ადამიანი, რომელიც ჩართულია დოქსინგში) მსგავსად და გამოვიყენოთ ზოგიერთი ის იგივე ონლაინ ხელსაწყო, რომელსაც დოქსერები შეიძლება იყენებდნენ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოსავლენად.

საკუთარი თავის დოქსინგი თითქოს ვაქცინაციას ჰგავს: ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალეფექტიანი ნაბიჯია, რაც კი შეგიძლიათ გადადგათ საკუთარი თავის დასაცავად. საკუთარი თავის დოქსინგი სულაც არ ნიშნავს, რომ შემდეგში დოქსირებული არ აღმოჩნდებით, მაგრამ ეს დოქსერს უფრო გაურთულებს თქვენ შესახებ ინფორმაციის მოძიებას და შეამცირებს ზიანს, რომელიც შეიძლება დოქსინგმა მოგაყენოთ.

ინფორმაციის მოძიებისა და წაშლის საქმეში შემდეგ ნაბიჯებზე გადასვლისას, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წარმატების შანსი არაპროგნოზირებადია. საბოლოო ჯამში, კარგი პრაქტიკაა იფიქრო ინტერნეტზე, როგორც მუდმივ სივრცეზე, სადაც ინფორმაციის წაშლა უკიდურესად რთულია და უფრო ფრთხილი უნდა იყოთ რამის ონლაინ გაზიარებისას.

დავიწყოთ ვიკიმედიის პროექტებით: 

მომხმარებლის სახელი

რეალურ სახელს იყენებთ? ან ზედმეტსახელს, რომლითაც შესაძლებელია თქვენი ამოცნობა? იქნებ იმ მომხმარებლის სახელს, რომელსაც ყველგან იყენებთ? დოქსერის პირველი ნაბიჯი სავარაუდოდ იქნება თქვენი ვიკიმედიის მომხმარებლის სახელის ონლაინ ძებნა. ამიტომ, თქვენც იგივე გააკეთეთ. რა იპოვეთ? თუ მომხმარებლის სახელის შეცვლა გსურთ, გააკეთეთ განაცხადი შეცვლაზე, მაგრამ გახსოვდეთ, სახელის გადარქმევა გამოჩნდება მომხმარებლის სახელის გადარქმევის ჟურნალში და გლობალური სახელის გადარქმევის ჟურნალში. თუ დამატებითი უსაფრთხოება გსურთ, შექმენით ახალი ანგარიში. მომხმარებლის სახელის კონფიდენციალურობის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამავე სერიის სხვა პოსტი.

მომხმარებლის გვერდები
არის შანსი, რომ მხოლოდ თქვენი რეალური სახელი ან მომხმარებლის სახელი საკმარისი არ აღმოჩნდეს თქვენი იდენტიფიცირებისთვის, ამიტომ, დოქსერი სავარაუდოდ უფრო შორს წავა და ნახავს თქვენს მომხმარებლის გვერდს, მათ შორის ნახავს მის წინა ვერსიებსაც, რათა მოიძიოს სხვა პერსონალური დეტალები და ის შემდეგ ძებნაში გამოიყენოს. თუ იპოვით ინფორმაციას, რომლის გაქრობაც გსურთ, შეგიძლიათ გააგზავნოთ ამის მოთხოვნა.

წვლილის ისტორია

ჩვენ, როგორც კონტრიბუტორები, ვიკიპედიის რედაქტირებას ხშირად ვიწყებთ ჩვენთვის ნაცნობი თემებით ან ადგილებით ან ვიკისაწყობში ვტვირთავთ ახლომდებარე ობიექტთა ფოტოებს, მაგალითად, ღირსშესანიშნაობების. ყველა ამ მონაცემის საფუძველზე, დოქსერს შეუძლია უკეთესი სურათი შექმნას თქვენ შესახებ. ანგარიშის შესახებ გლობალური ინფორმაცია თქვენ (და ნებისმიერ სხვას) თქვენ მიერ განხორციელებული ყოველი წვლილის ნახვის საშუალებას გაძლევთ, ყველა პროექტში, ყველა ენაზე, პირველიდან ბოლო რედაქტირებამდე. იფიქრეთ, ხომ არ გაგიმჟღავნებიათ რომელიმე პლატფორმაზე რაიმე დეტალი თუნდაც სტატიების განხილვაში. ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ მოითხოვოთ ასეთი ინფორმაციის დამალვა.

თქვენი ფოტოები და თქვენ მიერ ატვირთული ფოტოები

თუ ვიკისაწყობში თქვენი ფოტოებია, სცადეთ ფოტოების რევერსული ძიება (ასევე ხელმისაწვდომია Bing, Yandex და სხვა საძიებო პლატფორმებზე), რათა ნახოთ, არის თუ არა ეს სურათები სადმე გამოყენებული ინტერნეტში. სურათების რევერსული ძიება გარკვეულ ცნობებს მოგცემთ, სად და როგორაა თქვენი ფოტოები ინტერნეტში გამოყენებული და წარმოდგენას შეგიქმნით, რამდენად ზემოქმედების ქვეშაა თქვენი ანგარიში ვიკიპედიის მიღმა. თქვენ მიერ ატვირთული სურათების შემთხვევაში, შეამოწმეთ, რა EXIF მონაცემები შეიძლება ახლდეს მათ თან, მაგალითად, დრო, რიცხვი ან ადგილმდებარეობა. ვიკიმედიის პროექტებიდან ფოტოების ან მათთან დაკავშირებული ინფორმაციის წასაშლელად მიმართეთ „ზედამხედველთა ჯგუფს“. თუკი ფოტო სხვა ვებსაიტზეცაა გამოყენებული, სცადეთ საიტის მფლობელთან კონტაქტი. ძიების შედეგებიდან ფოტოების წაშლის ყველაზე ეფექტიანი გზაა მათი წაშლა წყაროდან. საძიებო ძრავები სურათების ბმულებს მხოლოდ შეზღუდულ შემთხვევებში შლიან, მაგალითად, როცა ფოტო შეიცავს პერსონალურ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, ან კონსენსუალურ დაუფარაობას ან ინტიმური პერსონალური ფოტოებია.

მეილის სიები

აქ ნახავთ „ფონდ ვიკიმედიის“ მეილების ყველა სიას. გადადით რომელიმეზე, რომლის წევრიც ხართ ან არ ხართ, გამოიყენეთ ძებნის ფუნქციონალი, რათა ნახოთ, ოდესმე გამოამჟღავნეთ თუ არა რაიმე სახის პერსონალური ინფორმაცია. დაუკავშირდით lists-archives-deletion-requests@lists.wikimedia.org -ს და მკაფიოდ აუხსენით, რა ინფორმაციის წაშლა გსურთ და რატომ.

შეხვედრები და სხვა ღონისძიებები

ვიკიმედიის საზოგადოების ღონისძიებებში მონაწილეობით, ხშირად ინფორმაცია ვრცელდება და ღონისძიების ფოტოები ვიკისაწყობში იტვირთება. გადადით გამოქვეყნებულ მოხსენებებში ან ნახეთ ატვირთული ფოტოები, რათა შეამოწმოთ, ჩანხართ თუ არა სადმე, როგორც ვიკიმედიის, ისე სხვა გარე ვებსაიტებზე ან სოციალური მედიის პლატფორმებზე. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მისი წაშლა შეგიძლიათ მოსთხოვოთ ორგანიზატორებს ან ასეთი ინფორმაციის გამომქვეყნებელ პირებს.

ამის საბოლოო მიზანია თქვენ შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვება საჯარო წყაროებიდან, რათა იპოვოთ და აღმოფხვრათ მოწყვლადობები. რაც უფრო ყოველმხრივ ეძებთ, მით უფრო უკეთესია თქვენი ონლაინ უსაფრთხოება. ამის გაკეთება შეიძლება თავშესაქცევი სავარჯიშო იყოს თქვენთვის სანდო ადამიანებთან ერთადაც.

ამავე დროს, ინტერნეტი ურთიერთგადაჯაჭვული სივრცეა. ამიტომ, განავრცეთ თქვენი ძიება და მოიცავით თქვენი ონლაინ აქტივობები ვიკიმედიის პროექტებს მიღმაც.

მოიძიეთ საკუთარი თავის შესახებ

როგორც წესი, ნებისმიერი დოქსერის საწყისი წერტილი საძიებო ძრავებია. შესაბამისად, გამოიყენეთ Google, Bing, Yandex ან DuckDuckGo (რაც მეტი, მით უკეთესი) და ჩაატარეთ სრულყოფილი ძებნა. შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი სახელით. შემდეგ დაუმატეთ სხვა მონაცემები, მაგალითად, ელ-ფოსტა, ქალაქი, სახლის მისამართი, სკოლა, ან კომპანიები, სადაც მუშაობდით ან ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობდით. გამოიყენეთ Google-ის ძებნის რჩევები და დარწმუნდით, რომ ამ ყველაფერს ბრაუზინგის ინკოგნიტო რეჟიმში აკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ბრაუზერიდან ბრაუზერამდე ცვალებადია, ბრაუზინგის ინკოგნიტო რეჟიმი უზრუნველყოფს გარკვეულ დაცვას მზა ფაილების პოლიტიკაზე დაფუძნებული თვალთვალისგან და არ ინახავს სესიის ისტორიას. ამას გარდა, გამოიყენეთ ეს საძიებო ოპერატორები უფრო კონკრეტული შედეგების საპოვნელად, რომლებიც შეიძლება არ გამოჩნდეს ტრადიციული ძიებისას. გახსოვდეთ, რომ თქვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღება თქვენ შესახებ. ასე რომ, იყავით კრეატიული.

შეამოწმეთ თქვენი სოციალური მედია

კონფიდენციალურობა ხშირად სულ ბოლო ადგილზეა სოციალური მედიის კომპანიებისთვის. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტს იგებენ კომპანიები მომხმარებელთა შესახებ, მით მაღალია მათი შემოსავალი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მართალია, ზოგიერთ მათგანს ახლა უკვე აქვს კონფიდენციალურობის ფუნქციები, რომლებიც შეგიძლიათ გაააქტიუროთ, მაგრამ ხშირად ისინი საწყისი სახით გამორთულია, რაც ეხმარება როგორც მონაცემთა მყიდველებს, ისე დოქსერებს. აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი სოც. ქსელი, როგორც ანგარიშზე შესულზე, ისე გამოსულზე. ამით ნახავთ, რას ხედავენ თქვენს პროფილზე როგორც მეგობრები, ისე ფართო საზოგადოება. წარმოგიდგენთ ბმულებს კონფიდენციალურობის პარამტერების შესახებ სხვადასხვა პლატფორმების შემთხვევაში: Google, Facebook, Instagram, Twitter და LinkedIn. უფრო სიღრმისეული ცნობებისთვის, ასევე გადახედეთ სახელმძღვანელოს „New York Times“-ისგან.

თვალყური ადევნეთ მონაცემთა გაჟონვებს

მონაცემთა გაჟონვები თითქმის ყოველდღიურად ხდება და შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ თქვენი მონაცემები (ელ-ფოსტის მისამართით დაწყებული, გვარ-სახელითა და IP მისამართით დამთავრებული) ჰაკერების ხელში ან საჯარო მონაცემთა ბაზებში აღმოჩნდეს. შეგიძლიათ შეამოწმოთ, მოხვდა თუ არა თქვენი ელ-ფოსტა ან მობილურის ნომერი ამ გაჟონვებში, დააყენოთ გამაფრთხილებელი შეტყობინებები სამომავლო გაჟონვებისთვის და მიჰყვეთ თქვენი ანგარიშების უსაფრთხოების წესებს. ამას გარდა, „Google Alerts“-ი კარგი ხელსაწყოა თქვენი მონაცემების თვალყურის სადევნებლად, როგორც კი ისინი ონლაინ გამოჩნდება ან ინდექსირდება. პაროლების ზოგიერთი მენეჯერი ასევე აფრთხილებს მომხმარებლებს იმ საიტების შესახებ, რომლებიც შეიძლება მონაცემთა გაჟონვაში მოხვდა. სწორედ ამიტომ არ არის სასურველი ერთი და იგივე პაროლის სხვადასხვა საიტზე გამოყენება — მონაცემთა ერთი გაჟონვით შეიძლება მრავალი ანგარიში დაკარგოთ.

ფრთხილად იყავით მესამე მხარის აპლიკაციებთან და სერვისებთან

ინტერნეტში ხშირად შეხვდებით ძალიან „მაგარ“ რამეს, რომელსაც აწერია „უფასო“, სინამდვილეში კი ასე არ არის. თქვენ მათ თქვენი პირადი მონაცემებით უხდით. მაგალითად, გაეცანით სტატიას TrueCaller-ის შესახებ. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაციის გავლის (sign-up) პარამეტრი არჩევითია, თავი აარიდეთ „Google“-ით ან „Facebook“-ით ავტორიზაციას სხვა აპლიკაციებსა და საიტებზე, რადგან ისინი არა მხოლოდ განაპირობებენ ურთიერთკავშირებს თქვენს შესახებ ინტერნეტში, არამედ პოტენციურად კომპანიებს აძლევს გზას თქვენი ანგარიშის მონაცემებისკენაც.

დაყოფა

ინტერნეტი ანონიმურობის გათვალისწინებით არ შექმნილა. ვიკიმედიის პროექტების მსგავსად, ყველა თქვენი აქტივობა მიდევნებადია. ამიტომ, ერთ-ერთი გზა, რითაც შეგიძლიათ შეინარჩუნოთ კონფიდენციალურობა, არის დაყოფა — ელ-ფოსტის ანგარიშები გქონდეთ ცალ-ცალკე — პირადი, პროფესიული ონლაინ-ვაჭრობისა და სპამი ცალკე. ასევე მოსინჯეთ სერვისი „Fire Relay“, რომლითაც თქვენს ელ-ფოსტას საჯაროდ ხილვადობისგან შენიღბავთ.

დასკვნა

თამამად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა ჯგუფს თუ გაქვთ რაიმე კომენტარი, შეკითხვა, შეშფოთება ან შეთავაზება შემდეგი ბლოგპოსტისთვის. ელ-ფოსტა: talktohumanrights@wikimedia.org.

ამ საკითხებზე შეგიძლიათ იხილოთ სხვა პოსტებიც:

დოქსინგი: რატომ უნდა გვაღელვებდეს?

როგორ შეუძლია მომხმარებლის სახელს თქვენი უსაფრთხოების დაცვა?

ბმულები და რესურსები:

თუ გახდით დოქსინგის მსხვერპლი, წაიკითხეთ: მე დოქსინგის მსხვერპლი გავხდი: რა გავაკეთო პირველ 24 საათში ლიზ ლიის სტატია „Online SOS“-დან

Can you help us translate this article?

In order for this article to reach as many people as possible we would like your help. Can you translate this article to get the message out?