
photo by Kurmanbek, via Wikimedia Commons (CC BY-SA 4.0)
ბოლო წლებში, საქართველოში რამდენიმე ვიკიბანაკი გაიმართა. პროექტის მიზანი უცვლელია — ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების განვითარება-გამდიდრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი მოსწავლეებისა და სტუდენტების დახმარებით.
უკვე ბოლო რამდენიმე წელიწადია, წლის მანძილზე ორჯერ ვატარებთ ბანაკს. ერთხელ პედაგოგებისთვის და ერთხელ — მოსწავლეებისთვის. ახალი რედაქტორების მოზიდვისა და ვიკიპედიაში დამაგრებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ვიკიბანაკების მოწყობა. ერთი ბანაკის განმავლობაში 16-დან 20-მდე პედაგოგი ან მოსწავლე ეუფლება ვიკიტექნოლოგიებს. პედაგოგებს წახალისების მიზნით ვთავაზობთ მათ სკოლებში ვიკიკლუბების გახსნას, მოსწავლეების ბანაკებში ჩართვას და ამ გზით ვიკიპედიის განვითარებას, კონტენტის გაზრდას.

photo by Kurmanbek, via Wikimedia Commons (CC BY-SA 4.0)
2025 წლის ვიკიბანაკის გამოცხადების შემდეგ ვიკიპედიაში სპეციალურდ ვიკიკლუბებისათის დავიწყეთ ორკვირიანი მარათონი „რომის კვირეული“. კვირეულის ფარგლებში დაიწერა 297 სტატია და კლუბების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებმაც ჯილდოდ მიიღეს ვიკიბანაკის საგზური.
2025 წელს ვიკიბანაკი გაიმართა ახალციხეში. ბანაკის შემადგენლობაში იყვნენ მარნეულის, სურამის, არალის, ხიდისთავის, კასპის, სამტრედიის, თბილისისა და რუსთავის ვიკიკლუბის წარმომადგენელი მოსწავლეები. გარდა ამისა, ბანაკში მოვიწვიეთ პედაგოგთა ბანაკში მონაწილე პედაგოგების რამდენიმე მოსწავლე, რადგან პერსპექტივაში გვინდა მათ სკოლებში ახალი კლუბების გახსნა. ჯამში ბანაკში მონაწილეობდა 18 მოსწავლე.

photo by Kurmanbek, via Wikimedia Commons (CC BY-SA 4.0)
მოსწავლეებს დღეში სამ სესიად უტარდებოდათ ტრენინგები ვიკიპედიის, ვიკისაწყობისა და ვიკიმონაცემების შესახებ. სესიებს უძღვებოდნენ „ვიკიმედია საქართველოს“ წევრები მეჰმან იბრაგიმოვი და ჯაბა ლაბაძე, ასევე მოწვეული გვყავდა „ხიდისთავის ვიკიკლუბის“ ხელმძღვანელი მიმოზა ღოლიჯაშვილი და „ვიკიმედია თურქეთის“ წარმომადგენელი ჯანერ იოზიაიქჩი.
მნიშვნელოვანი მომენტი ამ ვიკიბანაკის დროს იყო ის, რომ ბანაკის მონაწილეებმა და პედაგოგებმა ყურადღება გაამახვილეს ვიკიპედიის სიღრმეზე მუშაობას. ვიკიპედიის „სიღრმე“ არის კონტენტის რედაქტირების სიღრმე, რომელიც გვიჩვენებს ვიკიპედიის ხარისხს. იგი ენციკლოპედიის განვითარების შესაძლო მიახლოებითი ინდიკატორიდან ერთ-ერთია.

photo by Kurmanbek, via Wikimedia Commons (CC BY-SA 4.0)
ბანაკის ფარგლებში, მონაწილეები აქტიურად არედაქტირებდნენ ვიკიპედიის კონტენტს, ქმნიდნენ სტატიებს და ამატებდნენ ვიკიპედიის გვერდებზე კატეგორიებს. ამით, ისინი აქტიურად ჩართული იყვნენ ქართულენოვანი ვიკიპედიის ხარისხის გაუმჯობესებაში და განვითარებაში. ასევე, მოსწავლეებმა ათობით ახალი ელემენტი დაამატეს ცნობილი პირების შესახებ ვიკიმონაცემებში, რომელიც ვიკიმედიის პროექტია და არის მონაცემთა ბაზა.
საბოლოოდ, სამი სასესიო დღის განმავლობაში მოსწავლეებმა შეისწავლეს სტატიების წერის პრინციპები, ვიკისაწყობისა და ვიკიმონაცემების მუშაობის პრინციპები და ჯამში დაიწერა 168 სტატია, განხორციელდა 1880 რედაქტირება, სტატიებში დაამატეს 163 ახალი სქოლიო, „Wikimedia Commons“-ზე (ვიკისაწყობში) ატვირთეს ათობით ახალი მედიაფაილი. მოსწავლეების მიერ ვიკიპედიაში დამატებული ინფორმაცია ჯამში 936 ათას ბაიტს აღემატება.
შედეგებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ვიკიბანაკების იდეამ გაამართლა და ეს პრაქტიკა „ვიკიმედია საქართველოს“ მიერ კვლავ გაგრძელდება. ორგანიზაციის გუნდი, ასევე მუშაობს ვიკიმედიის სხვა ორგანიზაციებთან თავისი გამოცდილების მათთვის გაზიარების მხრივ.

photo by Kurmanbek, via Wikimedia Commons (CC BY-SA 4.0)
Can you help us translate this article?
In order for this article to reach as many people as possible we would like your help. Can you translate this article to get the message out?
Start translation