დაახლოებით ათი წლის წინ, ქართულენოვანი ვიკიპედიიელების რედაქტორთა მცირე ჯგუფმა გადაწყვიტა თავისი მზარდი ონლაინ ვიკისაზოგადოება უფრო ფართო ვიკიმედიის მოძრაობასთან დაეკავშირებინა. ის, რაც ქართულენოვანი ვიკიპედიის რამდენიმე ერთგული რედაქტორის ენთუზიაზმით დაიწყო, მალევე გადაიზარდა ერთობლივ ძალისხმევაში, რათა თავისუფალი ცოდნა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხალხისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. სხვადასხვა ორგანიზაციებთან და უწყებებთან პარტნიორობის დამყარებით და წლების განმავლობაში მრავალი ღონისძიების მასპინძლობით, წელს ამ იდეამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია: ვიკიმედია საქართველო ოფიციალურად აღიარეს ვიკიმედიის ახალ ჩაპტერად.
ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელთა შეხვედრაზე 2014: იდეის დაბადება
ვიკიმედია საქართველოს ისტორია მჭიდროდ დაკავშირებულია ქართულენოვანი ვიკიპედიის განვითარების ისტორიასთან. ვინაიდან ქართულმა ვიკიპედიამ მისცა ბიძგი საქართველოში ძლიერი ვიკიმედიური საზოგადოების შექმნას და მის განვითარებას, რაც საბოლოოდ ძლიერი ორგანიზაციის — ვიკიმედია საქართველოს შექმნით დასრულდა.
დღევანდელი სახით, ვიკიმედია საქართველოს ისტორია 2014 წლის დეკემბერში, კიივში (უკრაინის დედაქალაქი), ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელთა შეხვედრაზე (Wikimedia CEE Meeting) დაიწყო. შეხვედრაზე მონაწილეობა ქართული ვიკიპედიის ორმა რედაქტორმა მიიღო. იმ დროს ვიკიმედიის ქართულენოვანი საზოგადოება განრიდებულად ვითარდებოდა და არ იყო ჩართული ვიკიმედიის გლობალურ პროცესებში. ამავე დროს, ვიკისაზოგადოება არ იყო გარკვეული ვიკიმედიის ორგანიზაციული განვითარების საკითხებში.

თუმცა, კიივში ჩასულმა ქართულენოვანი ვიკიპედიის რედაქტორებმა აღმოაჩინეს უამრავი თანამოაზრე, გაიცნეს რეგიონის ქვეყნების წარმომადგენელი ვიკიპედიელები, მიიღეს რჩევები და ასე გაიგეს, რომ შესაძლებელი ადგილობრივი ვიკიმედიის მომხმარებელთა ჯგუფის ჩამოყალილება. აი როგორ აღწერს ამას მიხეილი, ქართულენოვანი ვიკიპედიის ადმინისტრატორი და კიივის კონფერენციის დელეგატი:
“ჩემთვის ეს ვიკიმედიის პირველი საერთაშორისო ღონისძიება იყო. მანამდე, როგორც ქართული ვიკისაზოგადოება ჩვენ ყოველთვის თბილისში ვხდებოდით ერთმანეთს, სადაც განხილვის მთავარი თემა ქართულენოვანი ვიკიპედიის განვითარება და გაუმჯობესება იყო. კიივში ჩასვლამდე მე ვერ წარმომედგინა თუ რამდენად განვითარებულია ვიკიმედიის მოძრაობა და რომ ჩვენ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია ადგილობრივად, ვიკიმედიის პროექტების და ვიკიმედიის ადგილობრივი მოძრაობის განვითარების მხრივ. ეს ჩვენთვის გარდამტეხი მომენტი გახდა.” — მიხეილი.
ასე დაიწყო ვიკიმედია საქართველოს ისტორია.
საქართველოში დაბრუნებულმა ამ ორმა მომხმარებელმა მიღებული გამოცდილება ადგილობრივ საზოგადოებას გააცნო და ასე გადაწყდა, რომ დაწყებულიყო მუშაობა ქართული ვიკიპედიის გარშემო მომხმარებელთა ჯგუფის შექმნის თაობაზე.
აქტიური მუშაობის და ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ, 2015 წლის 16 თებერვალს, „ფონდ ვიკიმედიის“ აფილიაციის კომიტეტმა (AffCom) აღიარა „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ — ორგანიზაცია, რომელიც უნდა ეზრუნა ქართულენოვანი ვიკიმედიის პროექტების და საქართველოში არსებული ვიკიმედიის საზოგადოების განვითარებაზე.
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა 2016 წლიდან აქტიურად დაიწყო სხვადასხვა პროექტების განხორციელება, რომელთა შორის აღსანიშნავია სტატიების კონკურსები, საერთაშორისო ფოტოკონკურსები, როგორიცაა ვიკის უყვარს ძეგლები და ვიკის უყვარს დედამიწა.
ვიკიბანაკები, ვიკიკლუბები და სტრატეგიული პარტნიორობა

წლების განმავლობაში, ორგანიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, შემოიკრიბა კიდევ უფრო მეტი ვიკიპედიელი და ვიკიმედიელი. ამ განვითარების გზაზე, 2019 წელს ორგანიზაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა არაკომერციულ პირად საქართველოში და 2020 წელს პირველად მიიღო ფონდ ვიკიმედიისგან თავისი წლიური ბიუჯეტი. ამ ყველაფერმა საშუალება მისცა ორგანიზაციას განეხორციელებინა არაერთი პროექტი, მათ შორის, ვიკიმედიის ადგილობრივი საზოგადოების განვითარებისთვის ხელშემწყობი.
ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციამ დაამყარა სხვადასხვა ინსტიტუციებთან, მათ შორის, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლასთან და ორგანიზაციებთან.
ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია ატარებს ვიკიბანაკებს პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის და ამით ზრუნავს ახალგაზრდებისა და საგანმანათლებლო სფეროში ჩართული ხალხის მოზიდვას ვიკიპედიაში და სხვა ვიკიმედიის პროექტებში. საქართველოს მასშტაბით ორგანიზაციას გახსნილი აქვს არაერთი ვიკიკლუბი, სადაც მოსწავლეები სწავლობენ ვიკიმედიის პროექტებში მუშაობას. ვიკიკლუბების გახსნას და ვიკიბანაკების მოწყობას ალტერნატივა არ აქვს. მათი საშუალებით გაიზარდა ქართული ვიკიპედიის კონტენტი, ვიკიპედიის რედაქტორთა რაოდენობა და ქართული ვიკიპედიის ხარისხი.
ვიკიმედია საქართველო

ვიკიმედიის ჩაპტერები დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერენ ვიკიპედიას და ვიკიმედიის სხვა პროექტებს და მათ მისიას კონკრეტულ რეგიონებში. როგორც ჩაპტერი, ვიკიმედია საქართველო ახალ შესაძლებლობებს უხსნის ქართულენოვანი ვიკიპედიის განვითარებისთვის და უერთდება ვიკიმედიის გლობალურ ქსელს, როგორც მისი უახლესი წევრი.
ვიკიმედია საქართველოს ვიკიკლუბების კოორდინატორი, რომელიც 2008 წლიდან ქართულენოვანი ვიკიპედიის აქტიური მონაწილეა და ვიკიპედიაში 13 000-ზე მეტი სტატია აქვს შექმნილი, ჯაბა ლაბაძე აღნიშნავს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ორგანიზაციისთვის ფილიალად გადაქცევა:
„ვიკიპედიაში 2008 წლიდან ვმუშაობ და უკვე რამდენიმე წელია სხვებსაც ვასწავლი მას. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასდა. ახალი სტატუსის მოპოვება ახალ შესაძლებლობებს ხსნის ქართულენოვანი ვიკიპედიისა და ვიკიმედიის სხვა პროექტების განვითარებისთვის. ახალი სტატუსის მოპოვებასთან ერთად კიდევ უფრო მეტ გამოწვევას წავაწყდებით, რომელთა გუნდურად გადაჭრასაც მოუთმენლად ველით. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მთელი ჩემი გამოცდილება ამ წამოწყებისთვის გამოვიყენო.“ — ჯაბა ლაბაძე.
მიუხედავად იმისა, რომ აფილიაციის კომიტეტმა (AffCom) და ფონდმა ვიკიმედიამ 2025 წლის აგვისტოში გამოაცხადეს ვიკიმედიის ახალი ორგანიზაციების აღიარების პროცესის შეჩერება 2026 წლის 31 მარტამდე, აფილიაციის კომიტეტმა უკვე 2025 წლის მარტში რეკომენდაცია მისცა ფონდ ვიკიმედიას, რომ ეღიარებინა ვიკიმედია საქართველო, როგორც ჩაპტერი, რაც მას საშუალებას მისცემდა ახალი სტატუსის მიღებას.
ახლა, როგორც ახალი ჩაპტერი, ვიკიმედია საქართველო აგრძელებს ვიკიმედიის პროექტების პოპულარიზაციას და ვიკიპედიის მხარდამჭერი პოლიტიკის დაცვას, და რჩება ერთგული ვიკიმედიის მოძრაობის შემდგომი განვითარების გზაზე საქართველოში.
Can you help us translate this article?
In order for this article to reach as many people as possible we would like your help. Can you translate this article to get the message out?
Start translation
