2015-2016 წლებში ვიკიმედიის ქართულენოვანი საზოგადოების წევრები არაერთხელ ესტუმრნენ სომეხ ვიკიპედიელებს და გაეცნენ მათი მუშაობის სტილს. მათ მიერ ჩატარებული ვიკიბანაკებში ხშირად სტუმრად ჰყავდათ სხვადასხვა სოფლის ვიკიკლუბების წარმომადგენლები და რითაც ვიკიმედია საქართველოც დაინტერესდა. ვიფიქრეთ, რომ მსგავსი პრაქტიკა ვიკიმედია საქართველოსაც გამოადგებოდა, ასევე ქართულენოვანი ვიკიპედიისთვისაც მნიშვნელოვანი იქნებოდა მსგავსი გამოცდილების გაზიარება. ასე, 2019 წელს არაფორმალური განათლების ფარგლებში შევქმნით კლუბი სურამის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც ბავშვებს ვასწავლიდით ვიკიტექნოლოგიებს და ვიყენებდით ვიკიპედიას სწავლის პროცესში.

უშუალოდ ვიკიკლუბების ისტორია საქართველოში კი 2020 წლიდან იწყება, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს ორ ქალაქში, სურამსა და მარნეულში, პირველი ვიკიკლუბები გაიხსნა. მალევე ვიკიკლუბები გაიხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით, ვიკიმედია საქართველო ცდილობდა შესულიყო საქართველოს სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში. ამგვარად ჩვენ ვიკიკლუბები გავხსენით ბაღდათში, სენაკში, რუსთავში, არალში (ადიგენის მუნიციპალიტეტი), სამტრედიაში, თბილისში (ორი), ხიდისთავში (გორის მუნიციპალიტეტი), კასპში. ამჟამად მოქმედებს 8 ვიკიკლუბი.

კლუბები ძირითადად ჩამოყალიბდა სკოლების ბაზაზე და მათში აქტიურად გაწევრიანდნენ სკოლის მოსწავლეები. მათი საქმიანობა ძირითადად ვიკიპედიაში მუშაობა გახდა. რამდენიმე ვიკიკლუბი ასევე მუშაობდა ვიკიწყაროშიც და ზუსტად მათი აქტიური მუშაობის შედეგად, პროექტი, რომელიც მანამდე ინკუბატორში იყო, 2024 წლის მაისში დამოუკიდებელ პროექტად გაიშვა და ამჟამად მასში 6750-ზე მეტი სტატიაა მოცემული. ვიკიმედია საქართველოს მიერ ორგანიზებული ვიკიბანაკების პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადამზადება, რათა გაგვეძლიერებინა ვიკიკლუბები.
2021 წელს საქართველოში მოქმედმა ვიკიკლუბებმა ჯამში დაწერეს 3628 სტატია, 2022 წელს ეს მაჩვენებელი იყო — 1408, 2023 წელს — 882, 2024 წელს — 1860, ხოლო 2025 წელს ყველა წლის რეკორდი მოიხსნა და ვიკიპედიაში კლუბების წვლილმა შეადგინა 5089 ახალი სტატია ვიკიპედიაში.

2025 წლის ეს მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. ჯერ ერთი, საქართველოში ვიკიკლუბების რაოდენობა გაიზარდა (2025 წელს მოქმედებდა 8 კლუბი), მეორე და უმთავრესი, გაამართლა ვიკიმედია საქართველოს სტრატეგიამ, ვიკიბანაკების დამხმარებით გავაძლიერეთ მოქმედი ვიკიკლუბები.
ვიკიბანაკების ახალი სტრატეგიაც სამომავლოდ ვიკიკლუბების კვლავ გაძლიერებას ემსახურება და ვფიქრობთ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი მიღწევები იქნება.
ვიკიმედია საქართველოსთვის ვიკიკლუბები ნიშნავს მდგრადობას. ჩვენთვის ვიკიკლუბი არის მუდმივი წერტილი რუკაზე, სადაც უკვე არიან მოტივირებული მოსწავლეები ვიკიმედიის პროექტების განვითარებისთვის. სწორედ ეს ჩანს 2025 წლის შედეგებში — როცა კლუბების რაოდენობა გაიზარდა და მათ გაძლიერებაზე მიზანმიმართულად ვიმუშავეთ. ვიკიკლუბების რეგიონული მრავალფეროვნება ხდის ცოდნას უფრო მრავალხმიანს და მდგრადს.
Can you help us translate this article?
In order for this article to reach as many people as possible we would like your help. Can you translate this article to get the message out?
Start translation