ძვირფასო მოხალისევ,
წელს გამოქვეყნებული ჩვენი მოძრაობის სტრატეგიის რეკომენდაციებმა ნათლად გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი მოძრაობისთვის ახლო კავშირების დამყარება.
ამ მიზნით ფონდი ცდილობს მოაგროვოს საჭირო ინფორმაცია საზოგადოებებისგან იმის შესახებ, თუ ჩვენ ყველა როგორ შეგვიძლია თანმიმდევრულად შევატყობინოთ ჩვენი სამუშაოს შესახებ და უფრო ნათლად გავახმოვანოთ შესრულებული სამუშაო მთელი მოძრაობიდან. უახლოეს დღეებში ჩვენ შევკრებთ ფოკუს ჯგუფებს და გავმართავთ ონლაინ დისკუსიებს ამ თემაზე, რომ შევაგროვოთ იდეები. კონკრეტული ფოკუს ჯგუფები შედგება 10-15 მოხალისესგან, რომლებისთვის შეთავაზებული იქნება გაახმოვანონ თავიანთი მოსაზრებები და იდეები, კონკრეტულ კითხვებთან დაკავშირებით დისკუსიების ფარგლებში.
როგორ შეგვიძლია უკეთესად დავამყაროთ კომუნიკაცია საზოგადოებასთან მდგრად საფუძველზე? რა სახით მხარს გიჭერთ ფონდი თქვენი სამუშაოს შესრულების დროს? Ჩვენ გთხოვთ, რომ გააჟღეროთ თქვენი მოსაზრებები ამ და სხვა თემებზე ფოკუს ჯგუფებში ჩაწერით, ოთხშაბათი დღის ბოლომდე, 2 დეკემბერი, ან შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღთო მეტა-ვიკიზე მიმდინარე დისკუსიებში.
ჩვენ გვსურს შევაგროვოთ იდეები მთელი მოძრაობიდან, რომელიც წარმოადგენს იდეების და მოსაზრებების ფარტო სპექტრს. ჩვენ შევეცდებით შევქმნათ რაც შეიძლება მეტი ფოკუს ჯგუფი, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ შესაძლებელია იმდენი ჯგუფი ვერ შევქმნათ, რომ თემისთვის საკმარისი აღმოჩნდეს. მაგრამ, თუ თქვენ გსურთ დეტალურად გვიამბოთ თქვენი იდეის შესახებ, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენთან დაკავშირება სხვა გზებით, მათ შორის ინდივიდუალური, ჯგუფური შეხვედრების ან ჩვენი საოფისე საათების მეშვეობით.
წინასწარი დისკუსიები დაიწყება დღეიდან და გაგრძელდება 2021 წლის იანვრის ჩათვლით. ჩვენ გვსურს რომ ჩაერთოთ დისკუსიებში და იმედი გვაქვს ერთობლივი მუშაობის პროცესის, რომელიც რიგ საჭირო საკითხებს გადაწყვეტს.
Can you help us translate this article?
In order for this article to reach as many people as possible we would like your help. Can you translate this article to get the message out?
Start translation