ახალი ინიციატივა, რომლის მიზანიც არის საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის დაცვა კრაუდსორსინგის გამოყენებით

თებერვალში, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ვიკიმედიის ორგანიზაციათა ჯგუფმა (ვიკიმედია შვედეთი, ვიკიმედია პოლონეთი, ვიკიმედია საქართველო, ვიკიმედია უკრაინა), ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიის ჰაბისა (CEE Hub) და Content Partnerships Hub-ის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, რათა აღენიშნათ შვედეთის ინსტიტუტის (The Swedish Institute) მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის დაწყება. პროექტის, სახელად „მემკვიდრეობის დაცვის ქსელი (HGN): საზოგადოებათა გაძლიერება კულტურული და ბუნებრივი საგანძურის დაცვა კრაუდსორსინგის ძალისხმევით“, მიზანია, რომ შექმნას გრძელვადიანიმ მდგრადი ქსელები, რომლებიც შეავსებს, შექმნის და ერთმანეთს გაუზიარებს საუკეთესო პრაქტიკას საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობათა შესახებ ინფორმაციისა და მონაცემების ჯგუფურად დამუშავების შესახებ.

Jolanta Drzewakowska (WMPL), CC BY 4.0, via Wikimedia Commons
OlesiaLukaniuk (WMUA), CC BY-SA 4.0, via Wikimedia Commons

თანამშრომლობის საფუძველი

HGN-ი აერთიანებს პროექტის ოფიციალურ პარტნიორებს, რომელთაგან თითოეული ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა და რომლებსაც, ვიკიმედიის საერთაშორისო მოძრაობა ქვეყნების წარმომადგენლებად აღიარებს. მათ შორის არიან ვიკიმედია შვედეთი, ვიკიმედია პოლონეთი, ვიკიმედია საქართველო და ვიკიმედია უკრაინა, ასევე ორი ჰაბის ინიციატივა — Content Partnerships Hub და ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ჰაბი (CEE Hub). ამ ორგანიზაციებს აქვთ საერთი მისია და ამ პროექტის მეშვეობით ჩაერთვებიან ცოდნისა და გამოცდილების გაცვლაში, ძირითადად ონლაინ ვორკშოპებისა და კონფერენციების საშუალებით.

ამ ორგანიზაციებს აქვთ სხვადასხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ისტორია, მათ შორის, მუზეუმებთან, გალერეებთამ და საგანმალათლებლო და სახელმწიფო დაწესებულებებთან, რისი მიზანიც ცოდნისა და კონტენტის ონლაინ უფრო ღიად ხელმისაწვდობა იყო.

პროექტის მიზნები და მიდგომა

მემკვიდრეობის დაცვის ქსელის (Heritage Guard Network) ძირითადი მიზანი არის ვიკიმედიის პლატფორმების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, რათა მოხდეს რისკის ქვეშ მყოფი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ციფრულად დაცვა და საჯაროდ ხელმისაწვდომობა. პროექტი ორიენტირებულია პარტნიორობის ხელშეწყობაზე როგორც ვიკიმედიის საზოგადოების შიგნით, ისე გარე ორგანიზაციებთან, რათა მოხდეს იმ ინფორმაციის სტრატეგიულად შეგროვება და შევსება, რომელიც მაქსიმუმამდე გაზრდის დაცვის ძალისხმევის შედეგებს.

HGN ხაზს უსვამს როგორც კულტურულ, ისე ბუნებრივ მემკვიდრეობას და მისი მიზანია გამოიყენოს მისი პარტნიორების ძლიერი გამოცდილება, რათა შექმნას შესაძლებლობები და რეგიონის მაშტაბით მოახდინოს უნარების გაზიარება. ეს თანამშრომლობითი ძალისხმევა შექმნილია იმისათვის, რათა მემკვიდრეობა გახადოს თავისუფლად ხელმისაწვდომი ონლაინ, გამოიყენოს ვიკიმედიის პლატფორმებისა და პარტნიორობის ქსელების კოლექტიური სიძლიერე.

საწყისი შეხვედრა სტოკჰოლმში

2024 წლის 14-16 თებერვალს, პროექტის პარტნიორების წარმომადგენლები, ვიკიმედია შვედეთის მიწვევითა და ხელმძღვანელობით, ერთმანეთს შეხვდნენ, რათა განეხილათ ინიციატივის მთავარი ელემენტები. საწყისი პროექტი შექმნის ოთხ სამუშაო ჯგუფს, რომლებშიც მიწვეულები იქნება ყველა დაინტერესებული მოხალისე და ინსტიტუციური პარტნიორი. ეს ჯგუფები განიხილავენ კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შემონახვის ოთხ მიდგომას. თითოეულ სამუშაო ჯგუფს პროექტის სხვადასხვა პარტნიორი წარუძღვება:

OlesiaLukaniuk (WMUA), CC BY-SA 4.0, via Wikimedia Commons
  1. საკანონმდებლო (ხელმძღვანელი — ვიკიმედია საქართველო) – პანორამის თავისუფლების სიტუაცია და სხვა შესაბამისი კანონები შესაბამის ქვეყნებში, სხვა პოტენციური საკანონმდებლო და საავტორო უფლებების პრობლემები.
  2. რისკი (ხელმძღვანელი — ვიკიმედია უკრაინა) – ხელთ არსებული კონტენტისა და მონაცემების დამუშავებისას არსებული პოტენციური სირთულეებისა და გამოწვევების კვლევა, მოხალისეთა უსაფრთხოების რისკები, როგორ დავრწმუნდეთ, რომ არ ხდება უფრო მეტი ინფორმაციის გამოყენება განადგურებისთვის და არა დაცვისთვის.
  3. ჩართულობა (ხელმძღვანელი — ვიკიმედია პოლონეთი) – როგორ ჩავრთოთ სამუშაოში პარტნიორები და მოხალისეები, როგორ შევქმნათ მდგრადი ქსელი და როგორ ჩავრთოთ ამაში მოხალისეები, მრჩევლები და პარტნიორები.
  4. ტექნოლოგიები და კონტენტი (ხელმძღვანელი — ვიკიმედია შვედეთი) – საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა მონაცემებისა და კონტენტის ხელმისაწვდომობისთვის, მონაცემთა ბაზებისა და კონტენტის იდენტიფიცირება, საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის მოძიება, მცირე საპოლოტე პროექტის მოხაზვა და ალბათ ჩატარებაც.

ადგილობრივ ექსპერტებთან შეხვედრა

OlesiaLukaniuk (WMUA), CC BY-SA 4.0, via Wikimedia Commons

სტოკჰოლმში გამართული შეხვედრა საშუალებას იძლეოდა შეგვესწავლა შვედეთის ეროვნული არქივის რესურსები და შევხვედროდით რამდენიმე ისეთ ექსპერტს, რომელთა ცოდნაც ფასდაუდებელია პროექტის შემდეგი განვითარებისთვის. მათ შორის იყვნენიუნესკოს და შვედეთის ბიბლიოთეკათა ასოციაციის წარმომადგენლები. შეხვედრის ბოლო დღეს, ასევე შევხვდით ექსპერტთა ჯგუფს უკრაინიდან, ვნახეთ პრეზენტაციები შვედეთის მემკვიდრეობის დაზღვევის სისტემისა და დაცვის რეგულაციების შესახებ.

შემდეგი ნაბიჯები & მოწოდება მოქმედებისკენ

თუ გსურთ, გაეცნოთ სიახლეებს პროექტის მსვლელობის შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ მემკვიდრეობის დაცვის გვერდს მეტაზე ან მოგვწერეთ ფოსტაზე hgn@wikimedia.ge. ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ მოხალისესა და ექსპერტს, მათ შორის კულტურულ დაწესებულებათა წარმომადგენლებს, რათა შემოუერთდნენ ჩვენს „ბრაინშტორმინგ“ შეხვედრებს, რომლებიც მალე დაიწყება. თუ სამუშაო ჯგუფში ჩართვით ხართ დაინტერესებული, თქვენი ინტერესისა და გამოცდილების შესაბამისად, აღნიშნული ინტერესი შეგიძლიათ გამოხატოთ წერილში, რომელიც უნდა გამოგვიგზავნოთ მისამართზე: hgn@wikimedia.ge. გამოგიგზავნით ფორმას, რომელსაც შეავსებთ. შეგახსენებთ, რომ პროექტის სამუშაო ენა ინგლისურია. თითოეული ჯგუფის დავალებაა კვლევითი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც შეაჯამებს არსებულ ვითარებას მოცემულ დარგში და რომელიც შემდეგ საზოგადოებას გადაეცემა შემდეგი დამუშავებისთვის. ყველა დასკვნა გამოყენებული იქნება უფრო დიდი ინიციატივის შემუშავებაში, რათა მოხდეს ვიკიმედიის მიერ შემოთავაზებული კრაუდსორსინგისა და ტექნოლოგიის გამოყენება რეგიონის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დასაცავად. თვალი გვადევნეთ!

Eric Luth (WMSE), CC BY 4.0, via Wikimedia Commons
OlesiaLukaniuk (WMUA), CC BY-SA 4.0 https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0, via Wikimedia Commons